ბოლო წლებში დენტალური იმპლანტაციის შემდგომი გართულებები საგრძნობლად იმატებს, სპეციალისტები 10-15%-იან ზრდაზე საუბრობენ.
„ნიუ ჰოსპიტალსის“ ყბა-სახის ქირურგიის განყოფილებაში ამბობენ, რომ პაციენტების უმეტესობას პერეიმპლანტიტისგან დაწყებული ძვლის აბსცესებამდე დასრულებული, სერიოზული პრობლემები აქვთ, რაც ხშირ შემთხვევაში იმპლანტის ამოღებით სრულდება.
მიზეზებს შორის კი როგორც ქირურგიული შეცდომები და არასაკმარისი კვალიფიკაცია, ისე პაციენტის თანამდევი ქრონიკული დაავადებები და არასრულფასოვანი წინასაოპერაციო კვლევებია.
თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, გიორგი ბანცაძეს, “ნიუ ჰოსპიტალსის” ყბა-სახის ქირურგს ვკითხეთ, თუ რა სახის კვლევები ტარდება მათ კლინიკაში, ასევე, რა ჩივილებს უნდა მიაქციონ პაციენტებმა ყურადღება.
- ძირითადად რა შემთხვევებით და სიმპტომებით მოდიან პაციენტები „ნიუ ჰოსპიტალსის“ ყბა-სახის ქირურგიის განყოფილებაში დენტალური იმპლანტის გართულების გამო?
ბოლო პერიოდში იმპლანტის შემდგომმა გართულებებმა 10-15%-ით მოიმატა, როგორიც არის პერეიმპლანტიტი გადასული აბცესში, სადაც საჭიროა ჩირქგროვის გახსნა და დადრენირება, თითქმის 90%-ში ხდება იმპლანტის ევაკუაცია, ანუ ამოღება. ანალიზების გაცნობის შემდეგ ხშირად ვხედავ, რომ ამის წინაპირობა ქრონიკული დაავადებებია. პაციენტს ჰქონია, B ჰეპატიტი, C ჰეპატიტი, რომელზედაც ექიმებს არც აქცენტი გაუკეთებიათ და არც კვლევები ჩაუტარებიათ.
- თქვენს პრაქტიკაში რამდენად ხშირად ხვდებით იმპლანტთან დაკავშირებულ გართულებებს და შეიცვალა თუ არა მათი სიხშირე ბოლო წლებში?
ბოლო 4-5 წელია, განსაკუთრებით კი უკანასკნელი ორი წელია, საკმაოდ მოიმატა გართულებებმა. ეს, ალბათ, იმის გამო, რომ ძალიან ხშირად ხდება კვალიფიკაციის უეცარი შეცვლა. იმპანტოლოგიით, როგორც სიღრმისეული დარგით დაინტერესება არ ხდება, მოკლე კურსებს გადიან, სადაც ელემენტარულად სიღრმისეული ძვლის ცოდნაც არ აქვთ.
- რომელი გართულებებია ყველაზე ხშირი იმპლანტაციის შემდეგ?
იმპლანტაციის ყველაზე ხშირი გართულება არის პერეიმპლანტიტი, ანუ იმპლანტის მიდამოში ძვლოვანი ქსოვილის ანთება, რომელიც ძვლის აბსცესებს აპროვოცირებს. ასევე, არის თავად იმპლანტის შეუთავსებლობა, მექანიკური თუ სხვა მიზეზებიდან გამომდინარე.
- რა არის ამ გართულებების მთავარი გამომწვევი ფაქტორები — ქირურგიული/პროთეზული შეცდომები, პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა და თანმხლები დაავადებები, მედიკამენტები, ჰიგიენა და სხვა?
ჩვენმა კოლეგებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი ღრმა ანამნეზის გამოკითხვაა. უფრო ღრმად უნდა დაინტერესდნენ პაციენტს რა დაავადება აქვს, ან რა ქრონიკული დაავადება აქვს გადატანილი, აწუხებს თუ არა ვირუსული ჰეპატიტები, ყოფილან თუ არა ფარისებრ ჯირკვალზე ენდოკრინოლოგთან, ელემენტარულად უნდა ჰკითხონ; როდის გაიკეთეს სისხლის საერთო ანალიზი, რომელიც ძალიან ბევრ რამეს აჩვენებს ხოლმე, როგორც პაციენტს, ასევე ექიმს.
კარგი იქნება თუ პაციენტს ისე მოვექცევით, როგორც იმსახურებს და როგორც სამედიცინო დარგის წარმომადგენლებს შეგვეფერება.
- სანამ პაციენტი იმპლანტს ჩაიდგამს, რა სტანდარტული წინასაოპერაციო კვლევები ტარდება „ნიუ ჰოსპიტალსში“?
„ნიუ ჰოსპიტალში“ სტანდარტული კვლევებიდან თითქმის ყველა კვლევა ტარდება, როგორც ანალიზები ვირუსულ ჰეპატიტებზე, ასევე ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობაზე. თუ საჭირო ხდება ექიმების კონსულტაცია, ამ შემთხვევაში შეგვიძლია შევთავაზოთ როგორც ენდოკრინოლოგის მომსახურება, ისე რევმატოლოგი და ინფექციონისტი.
ეს ყველაფერი იმისთვის, რომ პაციენტთან იმპლანტი საჭიროებისამებრ ინტეგრირდეს და ჩვენი გაუთვალისწინებლობის გამო რიგი გართულებები თავიდან ავირიდოთ.
- რას მოიცავს მკურნალობა და როდის ხდება აუცილებელი ქირურგიული ჩარევა?
ქირურგიული ჩარევა აუცილებელი მაშინ ხდება, როცა იმპლანტის მიდამოში ანთებითი პროცესები ვითარდება; დაწყებული პერეიმპლატიტით დამთავრებული ოსტეოაბცესებით, ამის დიაგნოსტირება ხვდება მაღალდიაგნოსტირებული კვლევებით, როგორიც არის კომპიუტერული ტომოგრაფია.
- რომელი ქირურგიული ოპერაციები ტარდება გართულებების დროს და რამდენად რთული პოსტოპერაციული პერიოდი ახლავს?
ეს არის აბცესების, ანუ ჩირქგროვების გახსნა, ასევე სეკვესტრალური კოლოფების მოცილება და არაინტეგრირებული იმპლანტის მოშორება. პოსტოპერაციული პერიოდი ხშირ შემთხვევაში საკმაოდ ხანგრძლივია, რადგან ანთებადი ძვლის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში გადაყვანა ადვილად არ ხდება, ამ პროცესს დრო სჭირდება. ხშირად საჭიროა ძვლის კონკრეტული სეგმენტი რეზექცირდეს, ანუ „მოიჭრას“, ამიტომ ძვლის რეგენერაცია საკმაოდ რთულდება ხოლმე.
- შესაძლებელია თუ არა იმპლანტის შენარჩუნება რთულ შემთხვევებშიც?
რთულ შემთხვევებს რასაც ყბა-სახის ქირურგები ვეძახით, იმ მდგომარეობაში იმპლანტის შენარჩუნება შეუძლებელია, რადგან შეიძლება ვიზუალურად გამოხატული არ იყოს, მაგრამ შემდეგ ეტაპზე, როცა პაციენტი სამკურნალოდ გადავა ორთოპედიაში ან სტომატოლოგიაში, სადაც უნდა მოხდეს ამ დანერგილი იმპლანტების გააქტიურება და ზემოდან ორთოპედიული იმპლანტების დამონტაჟება, აი, აქ ხდება პროცესის არასრულფასოვნად წარმართვა, ამიტომ ყოველთვის სჯობს, რომ იმპლანტი, რომელიც ანთებად კერაში იყო და კვალი დატოვა, მოშორდეს.
- თქვენი გამოცდილებიდან, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და პროტოკოლების პირობებში რამდენად შესაძლებელია გართულებების პრევენცია?
გართულებები თანამედროვე ტექნოლოგიებისა და პროტოკოლების პირობებში მინიმუმამდეა დაყვანილი მით უმეტეს, თუ წინასაოპერაციო კვლევები იქნება ჩატარებული და პაციენტი იქნება გამოკითხული. ამასთან ერთად, თუ ინპანტაცია ჩატარებულია პროტოკოლის თანახმად მინიმუმამდეა დაყვანილი გართულებები, თითქმის 1%-მდეც კი.
- რა არის ის ნიშნები, რის გამოც პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ყბა-სახის ქირურგს?
თუ ჩივილები, როგორებიცაა ტკივილი, შესიება, უსიამოვნო შეგრძნება გახანგრძლივდა 1 კვირაზე 10 დღეზე დიდხანს, აუცილებლად უნდა მიმართონ პირველ რიგში ექიმს, სადაც ჩატარდა იმპლანტაცია თუ არ გაეცა მის კითხვებს პასუხს, შემდეგ ყბა-სახის ქირურგს.