„გამჭვირვალობა ვერ გაარჩევს მტერს და მეგობარს - გამჭვირვალობა ერთნაირად ვრცელდება ყველაზე, მტერზეც და მეგობარზეც. მათ შორის კეთილსინდისიერ და არაკეთილსინდისიერ სუბიექტზეც“ , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა სრულად გამჭვირვალეა და გამჭვირვალობა პირველ რიგში მეგობრების პასუხისმგებლობაა. 

„ის, რომ საქართველოს მთავრობა სრულად გამჭვირვალეა ხალხის წინაშე, თქვენ იცით, რომ ჩვენ ვაქვეყნებთ ყველა სამთავრობო განკარგულებას, არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარ თავს ვინმეს მტრად განვიხილავთ. გამჭვირვალობა არის სწორედ რომ, პირველ რიგში მეგობრების პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.