საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და უზბეკეთს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განვითარების დადებით დინამიკას, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

აღინიშნა საქართველოს როლი დაკავშირებადობის კუთხით. პრემიერ-მინისტრმა უზბეკეთის პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მოიწვია, რომელიც 22-23 ოქტომბერს გაიმართება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.