14 მაისს მოსკოვში, რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის გაფართოება განიხილეს - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
შეხვედრაზე ქართულს მხარეს საქართველო-რუსეთის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ნიშნიანიძე წარმოადგენდა.
Известия-ს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს "ლარსის საკონტროლო პუნქტის განტვირთვის აუცილებლობა" სავაჭრო პროდუქტის ნაწილის „რკინიგზითა და საზღვაო ტრანსპორტით“ გადატანის გზით, ასევე რუბლსა და ლარში ურთიერთანგარიშსწორების დაწყების იდეაც.
ვრცლად: mtavari.tv