ესპანეთის კანარის კუნძულების მცხოვრებლები, მასობრივი ტურიზმის წინააღმდეგ მასშტაბურ საპროტესტო აქციებს გამართავენ.

არქიპელაგის მცხოვრებლები სულ უფრო ხშირად საუბრობენ ტურისტების შემოდინებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე.

ადგილობრივებმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს, რათა ხაზი გაესვათ ტურიზმის სიჭარბით გამოწვეული ადგილობრივი ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის სირთულეებზე. როგორც ჩანს, ისინი ზაფხულშიც გააგრძელებენ, რადგან მცხოვრებლების თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად ცოტა რამ გაკეთდა.

კვირას, 18 მაისს, კანარის კუნძულების მცხოვრებლები ქუჩებში გამოვლენ, რათა შეუერთდნენ საინიციატივო ჯგუფის, Canarias tiene un límite-ის (კანარის კუნძულებზე შეზღუდვაა) მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს. დემონსტრაციები გაიმართება არქიპელაგის ყველა კუნძულზე, ასევე ესპანეთის რამდენიმე ქალაქში.

ვრცლად euronews–ზე