საბრძოლო განწყობაა, რთული ვითარებაა, ამიტომ საჭიროა, ჩვენს ქვეყანაში მშვიდად და სტაბილურად განვითარება გაგრძელდეს, საფრთხეები და რისკები არსად წასულა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მცხეთაში განუცხადა, სადაც მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საჭიროა მობილიზება და ხელისუფლების ხელისუფლების მტკიცედ ყოფნა.

„ძალიან მაგარი განწყობაა, საბრძოლო განწყობაა. მთავარი მიზანია პარტია მივიდეს ძალიან ძლიერად მობილიზებული არჩევნებისთვის და ძლიერად გავიმარჯვოთ. ეს არის მთავარი გზავნილი.

ასევე, გავუზიარე ჩემი შეფასებები მიმდინარე მოვლენებზე, რაც საქართველოში და არა მარტო - მთელ მსოფლიოსა და რეგიონში ხდება. ძალიან რთული ვითარებაა, ამიტომ საჭიროა, ჩვენს ქვეყანაში მშვიდად და სტაბილურად განვითარება გაგრძელდეს. საფრთხეები და რისკები არსად წასულა. უკრაინაში ომი გრძელდება, ალბათ, დიდხანს გაგრძელდება, არავინ იცის, როდის დასრულდება ეს ომი. ამიტომ, საჭიროა მობილიზება, სიფრთხილე და ჩვენი ხელისუფლების და საზოგადოების მტკიცედ ყოფნა, რომ ქვეყანაში პროვოკაციები არ დავუშვათ,“- განაცხადა მან.