„მიკროჩიპებისა და ელექტრონიკის ექსპორტი, რომელიც რუსეთს ომის წარმართვისთვის ესაჭიროება, ომამდელ დონეს დაუბრუნდა, რადგან ის სანქციების გვერდის ავლას უკეთესად ახერხებს“, - ამის შესახებ აშშ-ში სანქციების კოორდინატორი ჯიმ ო'ბრაიენი აცხადებს. ინფორმაციას Politico ავრცელებს.

ო'ბრაიენის თქმით პრობლემა არის ის, რომ ევროპული კომპანიები მიკროჩიპების სხვა ქვეყნებში ყიდიან, იქიდან კი ჩიპები და სხვა ტექნიკა რუსეთში მიდის.

„ამ წლის დასაწყისისთვის რუსეთმა დაახლოებით ომამდელ დონეზე შეძლო მისთვის მნიშვნელოვანი ელექტრომოწყობილობების მესამე ქვეყნების დახმარებით შეძენა“, - განუცხადა ო’ბრაიენმა Playbook-ს ECFR ღონისძიებაზე. აქ იგულისხმება ჩიპები, პროცესორები და ინტეგრირებულ სქემები, რომლებიც თანამედროვე იარაღის დამზადებისთვისაა მნიშვნელოვანი.

ო'ბრაიენმა აცხადებს, რომ რომ აშშ-მ ხუთი ქვეყანა გამოავლინა, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს სანქციებისგან გვერდის ავლით საჭირო ელექტრომოწყობილობების შეძენაში. ეს ქვეყნებია: თურქეთი, ყაზახეთი, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სომხეთი.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე მუშაობენ, რომელიც მიმართული იქნება სანქციებისგან თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლაზე და ახალი სადამსჯელო მექანიზმების შემუშავებაზე იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთს სანქციებისგან გვერდის ავლაში ეხმარება.