2025 წლის აპრილში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ გაიზარდა. ინფორმაციას PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერში გამოქვეყნდა.
ამ ადამიანების რაოდენობამ აპრილში 3.1%-ს შეადგენდა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7 %-ით, ხოლო 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
დოკუმენტში წერია, რომ 2025 წლის აპრილში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს იღებდნენ, 12.9%-ს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი კი 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.2%-ით, ხოლო 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.1%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
2025 წლის აპრილში, ასევე გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებიც 2 400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ.