თავისი დიდების პიკზე, „კონკორდს“ ლონდონიდან ნიუ-იორკამდე მგზავრების გადასაყვანად დაახლოებით 3,5 საათი სჭირდებოდა. ზებგერით რეაქტიულ თვითმფრინავს ატლანტის ოკეანის გადაკვეთა დაახლოებით, 1,345 მილი/სთ სიჩქარით შეეძლო.
„კონკორდი“ იაფი არ იყო. 1996 წელს ორმხრივი ბილეთის ფასი დაახლოებით, 7 574 დოლარი ღირდა. თუმცა, ეს იყო პოპულარული ტრანსპორტი ცნობილი ადამიანებისთვის, სამეფო ოჯახის წევრებისა და მაღალი თანამდებობის პირებისთვის. ის ფუფუნების სიმბოლოდ ითვლებოდა და მისით მგზავრობა ერთგვარი პრესტიჟიც იყო.
თუმცა, ახალი მეგაპროექტის განხორციელების შემთხვევაში, ასეთი გამორჩეული ტრანსპორტით სარგებლობა არა მხოლოდ გამორჩეულებს, არამედ თითქმის ყველას შეეძლება.
ბრიტანეთისა და ამერიკის დამაკავშირებელი ტრანსატლანტიკური გვირაბი ატლანტის ოკეანის გადაკვეთას სულ რაღაც ერთ საათში შეძლებს.
თუმცა, ამბიციურ ინფრასტრუქტურული პროექტი ჯერ კიდევ განხორციელების პროცესშია.
პროექტის მიხედვით, გვირაბი ატლანტის ოკეანის ქვეშ გაიჭიმება, რომლის სიღრმე ზოგან ათასობით მეტრია.
პროექტის სავარაუდო ღირებულება, განსაცვიფრებელ 15 ტრილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს, რამაც არაერთი ინვესტორი შეაშინა.
თუმცა, ვაკუუმური მილების ტექნოლოგიის განვითარებამ ეს კონცეფცია უფრო სიცოცხლისუნარიანი გახადა. გვირაბში ვაკუუმის შექმნით და წნევით აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით, მასში მოძრავ მატარებლებს თეორიულად საათში 3000 მილზე მეტი სიჩქარის განვითარება შეუძლიათ.
მატარებლებს ჰაერის წინააღმდეგობა არ ექნებათ, რაც მათ საშუალებას მისცემს მარტივად მიაღწიონ აქამდე უნახავ ზებგერით სიჩქარეს.
ზებგერითი სიჩქარე მგზავრებს საშუალებას მისცემს, აშშ-ს ერთ საათზე ნაკლებ დროში მიაღწიონ, რაც „კონკორდის“ რეკორდს მოხსნის.
თუ გეგმას „მწვანე შუქს“ აუნთებენ, მის მშენებლობას შესაძლოა, რამდენიმე ათეული წელი დასჭირდეს.
წყარო: express.co.uk bpn.ge