უკრაინა გახდება პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც Starlink-ის მობილური ინტერნეტი გაეშვება.

როგორც უკრაინული მობილურ ოპერატორში, Kyivstar-ში ამბობენ, ევროპისთვის ეს სამაგალითო პროექტი იქნება.

"სტარლინკის" მობილური ინტერნეტიუს სერვისი ილონ მასკის კომპანიას უკვე დანერგილი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ექსკლუზიური უფლება T-Mobile-მა მოიპოვა.

Kyivstar-ის გენერალური დირექტორის, ოლექსანდრ კომაროვის თქმით, Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის დახმარებით WhatsApp-ში, Signal-ში და მსგავს აპლიკაციებში მესიჯების გაგზავნას მომხმარებლების მიმდინარე წლის ბოლოს შეძლებენ, ინტერნეტის სერვისის სრულყოფილად გაშვება სრულყოფილად  2026 წლის მეორე ნახევრიდანაა დაგეგმილი.