2025 წელს ნავთობზე გლობალური მოთხოვნა გასულ წელთან შედარებით დღეში 685 ათასი ბარელით გაიზრდება –ნათქვამია საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ყოველთვიურ ანგარიშში.
ერთი თვით ადრე, სააგენტომ 704,000 ბარელით ზრდა დღეში იწინასწარმეტყველა. ამრიგად, ანალიტიკოსებმა პროგნოზი 19,000 ბარელით შეამცირეს.
სიმბოლურად შემცირდა ნავთობზე მოთხოვნის ზრდის შეფასება მომავალი წლის ბოლოსთვის: წინა ანგარიშში მოცემული 722 ათასი ბარელიდან მიმდინარე ანგარიშში არსებულ 699 ათას ბარელამდე დღეში.