საქართველოში მიწისძვრა მოხდა – ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ბიძგები დღეს სოფელ ქვემო ხარაბაში, წალკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 2კმ-ში თბილისის დროით 10:08-ზე დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.