ბოლონიისა და გრანადას უნივერსიტეტების მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ასფალტის უფრო გამძლეობის მიღწევა შესაძლებელია მასში სიგარეტის ნამწვის - უფრო ზუსტად, სიგარეტის მოწევის შედეგად დარჩენილი ფილტრების დამატებით – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

ასფალტ-ბეტონის საფარზე გადამუშავებული ფილტრის მასალის დამატებით, შესაძლებელია მისი პლასტიურობის გაუმჯობესება და, შესაბამისად, ბზარებისადმი მდგრადობის გაზრდა.

სიგარეტის ნამწვი გარემოსთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. ფილტრები დამზადებულია პლასტმასისა და ცელულოზისგან, რომლებიც იშლება, თუმცა ამისთვის გარკვეული ტექნოლოგიებია საჭირო. გარდა ამისა, მათი ხელახალი გამოყენება შეზღუდულია. ჯანმო-ს მონაცემებით, ყოველწლიურად დაახლოებით 5 ტრილიონი სიგარეტის ნამწვი ხვდება ბუნებაში.