საბავშვო ევროვიზია 2025-ის დაფინანსების მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 8 164 280 ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ 6 აგვისტოს მთავრობის 1261-ე განკარგულებიდან ირკვევა.

დოკუმენტის მიხედვით, ამ თანხით დაფინანსდება 18 ივლისს 1160-ე განკარგულებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიება. შესაბამისად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 8 მლნ ლარი საქართველოს კულტურის სამინისტროსთვის გამოიყოფა, ხოლო 164 280 ლარი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის.

ამავე განკარგულებით კულტურის სამინისტროს ევალება „სთარინგ ჯორჯიას“ წინადადების საფუძველზე, მისთვის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, თანხის გადარიცხვა.

უნდა აღინიშნოს, რომ „საბავშვო ევროვიზია 2025“-ის ორგანიზების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ევალებათ: კულტურის სამინისტროს და სთარინგ ჯორჯიას, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს, ჯანდაცვის სამინისტროს, შსს-ს, შპს სპორტმშენსერვისს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას.

რაც შეეხება საბავშვო ევროვიზიისთვის განხორციელებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებს, ისინი მთავრობის 18 ივლისის 1160-ე განკარგულებით განი

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის, სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ერთობლივი გადაწყვეტილებით, 2025 წლის 13 დეკემბერს ქალაქ თბილისში დაგეგმილია საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამართვა.

წყარო: bm.ge