ტელეკომპანია ESPN-მა გამოაქვეყნა საუკეთესო მწვრთნელების რეიტინგი, რომელშიც 30 სპეციალისტი მოხვდა.

შეფასების კრიტერიუმებად მითითებული იყო: ინტუიცია, სტილი, პერსონალის მმართვა, კომუნაკიცია, მიღწევები და x-ფაქტორი (გაკვირვების უნარი და ახალი იდეების გენერირება).

ESPN-მა პირველ ადგილზე დააყენა „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე, რომელმაც გასულ სეზონში ტრებლი შეასრულა.

რეიტინგში საკლუბო ფეხბურთში მომუშავე მწვრთნელები მოხვდნენ. სავარაუდოდ, ამის გამო არ არის TOP-30-ში „რეალის“ ყოფილი მწვრნელი კარლო ანჩელოტი, რომელიც დღეს ბრაზილიის ნაკრების დამრიგებელია.

TOP-30 მწვრთნელის სრული რეიტინგი:

  • ლუის ენრიკე (პსჟ), 2. არნე სლოტი (ლივერპული), 3. ხოსეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი), 4. ჩაბი ალონსო (რეალი), 5. ჰანს-დიტერ ფლიკი (ბარსელონა), 6. მიკელ არტეტა (არსენალი), 7. ანტონიო კონტე (ნაპოლი), 8. სიმონე ინძაგი (ინტერი), 9. ჯანპიერო გასპერინი (რომა), 10. ერნესტო ვალვერდე (ბილბაო), 11. უნაი ემერი (ასტონ ვილა), 12. ენცო მარესკა (ჩელსი), 13. ანდონი ირაოლა (ბორნმუთი), 14. ოლივერ გლასნერი (კრისტალ პალასი), 15. ედი ჰაუ (ნიუკასლი), 16. დიეგო სიმეონე (ატლეტიკო), 17. ტომას ფრანკი (ტოტენჰემი), 18. რობერტო დე ძერბი (მარსელი), 19. ვენსან კომპანი (ბაიერნი), 20. მასიმილიანო ალეგრი (მილანი), 21. ტიაგო მოტა (უკლუბოდ), 22. ანგელოს პოსტეკოგლუ (უკლუბოდ), 23. ბრენდან როჯერსი (სელტიკი), 24. რუბენ ამორიმი (მანჩესტერ იუნაიტედი), 25. მარკო სილვა (ფულჰემი), 26. ერიკ თენ ჰაგი (ლევერკუზენი), 27. ფაბიან ჰიურცელერი (ბრაიტონი), 28. დევიდ მოიესი (ევერტონი), 29. ნუნუ სანტუ (ნოტინგემი), 30. დინო ტოპმიოლერი (აინტრახტი).

პირველი არხი