Tesla-ს და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორ ილონ მასკი პლატფორმა X-ზე მის მიერვე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს ეხმაურება.

"ხალხმა თავისი სიტყვა თქვა - ამერიკაში ახალი პოლიტიკური პარტიაა საჭირო, რომელიც შუაში მყოფ 80%-ს წარმოადგენს და ზუსტად 80% ეთანხმება. ეს ბედია". - წერს მასკი სოციალურ ქსელში.

მანამდე გამოქვეყნებულ გამოკითხვაში მან X-ის მომხმარებლებს შემდეგი კითხვა დაუსვა - "დადგა დრო ამერიკაში შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც რეალურად წარმოადგენს იმ 80%-ს, რომელიც შუაში დგას?".

მიმდინარე კვირაში SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორსა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირება მოხდა.

NBC News-თან სატელეფონო საუბარში ტრამპმა აღნიშნა, რომ თუ მასკი იმ დემოკრატ კანდიდატებს დააფინანსებს, რომლებიც სადავო საკანონმდებლო პაკეტს ეწინააღმდეგებიან, ამას "სერიოზული შედეგები" მოჰყვება.

tabula.ge