თუ უახლოეს დღეებში ვლადიმირ პუტინი სამშვიდობო შეთანხმებისკენ შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს, აშშ-ს სენატი რუსეთის წინააღმდეგ ახალი მკაცრი სანქციების კანონპროქტის დამტკიცებისთვის მზადაა.

ამის შესახებ კანონპროექტის ავტორებმა სენატორებმა რიჩარდ ბლუმენტალმა და ლინდსი გრემმა განაცხადეს.

მათი თქმით, აღნიშნულ კანონპროექტს, რომლიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო სანქციებს უწესებს აშშ-ს სენატში უკვე 81 თანაავტორი ყავს.

სანქციები ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უარს იტყვის უკრაინასთან სამართლიან მოლაპარაკებებზე მშვიდობის დასამყარებლად ან მიმართავს სხვა, მათ შორის სამხედრო ქმედებებს, რაც სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ უკრაინის სუვერენიტეტს დააზარალებს.

კანონპროექტი ასევე გულისხმოვს 500%-იანი ტარიფების დაწესებას იმ ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე, რომლებიც ყიდულობენ რუსულ ნავთობს, გაზს, ურანსა და სხვა პროდუქტებს.

როგორც პროექტის ავტორები აღნიშნავენ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანის, მარკო რუბიოს თქმით, რუსეთი მზად არის უახლოეს დღეებში წარმოადგინოს საკუთარი პირობები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

"ამ პირობების შინაარსი ბევრს იმეტყველებს იმაზე, რამდენად სერიოზულად ეკიდება რუსეთი მშვიდობას. ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ეს ისევ იგივე იქნება. თუ ასე აღმოჩნდება, რუსეთს შეუძლია ელოდეს მკაცრ პასუხს აშშ-ს სენატისგან," - ნათქვამია განცხადებაში.

ტაბულა