გერმანულმა ავტომწარმოებელმა Audi-მ წლის პირველ ნახევარში შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.3%-ით გაზარდა და 32.573 მილიარდ ევროს მიაღწია, ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებაში.

ოპერაციული მოგება 45.1%-ით შემცირდა 1.087 მილიარდ ევრომდე, ხოლო ოპერაციული მოგების მარჟა წინა წლის 6.4%-თან შედარებით 3.3%-მდე შემცირდა.

კომპანიამ ექვს თვეში მომხმარებლებს 794,088 ავტომობილი მიაწოდა, რაც წინა წელთან შედარებით 5.9%-ით ნაკლებია. კერძოდ, Bentley-ს გაყიდვები 11%-ით შემცირდა (4.88 ათას ავტომობილამდე), Audi-ს - 5.9%-ით (783.53 ათასამდე), ხოლო Lamborghini-ს მიწოდებები 2.2%-ით გაიზარდა (5.68 ათასამდე).

ევროპაში Audi-მ 2.4%-ით ნაკლები ავტომობილი (338,77 ათასი) გაგზავნა, გერმანიაში გაყიდვები 0.8%-ით გაიზარდა (104,28 ათასამდე). ჩინეთში 288,72 ათასი ავტომობილი გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 10.3%-ით ნაკლებია. შეერთებულ შტატებში მიწოდება 11.6%-ით შემცირდა - 84,900 ერთეულამდე.

ელექტრომობილების მსოფლიო მასშტაბით გაყიდვები 32.3%-ით გაიზარდა და 101,384 ერთეულს მიაღწია.

ვრცლად interfax–ზე