ნავთობის ფასმა პარასკევს დღის განმავლობაში კლების შემდეგ ზრდა დაიწყო. ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent–ის ნავთობის ივლისის ფიუჩერსები 0.43 აშშ დოლარით (0.67%) გაიზარდა და ბარელზე 64.58 აშშ დოლარი შეადგინა. ბრენტის ნავთობის ივლისის ფიუჩერსები 30 მაისს იწურება.
უფრო აქტიურად მოვაჭრე აგვისტოს კონტრაქტები 0.61 აშშ დოლარით (0.96%) გაიზარდა და ბარელზე 63.96 აშშ დოლარი შეადგინა.
ივლისის WTI-ის ფიუჩერსები NYMEX-ზე 0.66 აშშ დოლარით (1.08%-ით) გაიზარდა და ბარელზე 61.6 აშშ დოლარი შეადგინა.