უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ბუდაპეშტში გამართულ მასშტაბურ ლგბტქ პრაიდს ეხმაურება.

„ეს კიდევ ერთი დასტურია, რატომ სჭირდება ქვეყანას კონსერვატიული მთავრობა“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ორბანის თქმით, „ბრიუსელმა გასცა ბრძანება ბუდაპეშტში პრაიდის გამართვის შესახებ და მათმა მარიონეტულმა პოლიტიკოსებმა ეს ბრძანება შეასრულეს“.

„ეს დასტურია, როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, ქვეყანას რომ არ უხელმძღვანელოს მთავრობამ, რომელიც ჩვენს სუვერენიტეტს იცავს. გუშინდელი დღის წყალობით, კიდევ უფრო მეტად დარწმუნებით ვიცით, რომ ეს ადამიანები არსად არ უნდა იყვნენ დაშვებული“, – განაცხადა ორბანმა.

როგორც მედია წერს, ვიქტორ ორბანმა ასევე შეშფოთება გამოთქვა „პრაიდის დროს ქუსლიანი ფეხსაცმლით გამოჩენილი მამაკაცებისა და ჰორმონოთერაპიის შესახებ ბროშურების გავრცელების გამო“.

შეგახსენებთ, გუშინ უნგრეთის დედაქალაქში ყველაზე მაშტაბური ლგბტქ პრაიდი გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, მასში 100 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.