Cvent-ის 2024 წლის ყოველწლიური რეიტინგის მიხედვით, ლონდონი, ბარსელონა და მადრიდი საქმიანი შეხვედრებისთვის საუკეთესო ევროპული ქალაქების სიაში მოხვდნენ – რეიტინგი შედგენილია Cvent Supplier Network პლატფორმის მეშვეობით შესყიდვების მონაცემების საფუძველზე.
დიდი ბრიტანეთის დედაქალაქმა ზედიზედ მესამე წელია პირველი ადგილი დაიკავა. გავიხსენოთ, რომ ლონდონი ამ კატეგორიაში საუკეთესო ევროპული დანიშნულების ადგილი იყო 2019 წელს პანდემიის დაწყებამდეც კი. საერთო ჯამში, Cvent-ის თქმით, სამივე ევროპული დედაქალაქი წლიდან წლამდე „უცვლელი რჩება“.
ამასობაში, ამსტერდამი რეიტინგში ორი პოზიციით წინ წაიწია და მეოთხე ადგილზე გავიდა, შემდეგ მოდიან ლისაბონი, პარიზი, ბერლინი და რომი. ტოპ 10-ში ასევე ორი ახალი ქალაქი შევიდა: პრაღა (მე-9 ადგილი) და დუბლინი (მე-10 ადგილი), რომლებმაც გერმანიის ქალაქები ფრანკფურტი და მიუნხენი ჩაანაცვლეს.
ვრცლად buyingbusinesstravel–ზე