აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აზრით, ილონ მასკის იდეა მესამე პარტიის შექმნის თაობაზე სასაცილოა და საზოგადოებაში, შესაძლოა, დაბნეულობა გამოიწვიოს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში დაბრუნებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვფიქრობ, სასაცილოა მესამე პარტიის დაარსება. ჩვენ რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად უდიდეს წარმატებას მივაღწიეთ. მართალია, დემოკრატებს გზა აებნათ, მაგრამ ორპარტიული სისტემა არსებობდა ყოველთვის და ვფიქრობ, მესამე პარტიის დამატება დაბნეულობას გაზრდის“, – აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, მანამდე ილონ მასკმა განაცხადა, რომ მესამე პოლიტიკურ პარტიას ქმნის. როგორც მასკმა „იქსზე“ დაწერა, „ამერიკულ პარტიას“ დააფუძნებს.

1tv.ge