ამსტერდამში ავარიების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა მას შემდეგ, რაც ბევრ ქუჩაზე სიჩქარის 30 კმ/სთ შეზღუდვა შემოიღეს. ახალი წესები 2023 წლის დეკემბრიდან მოქმედებს – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ავტომობილებთან დაკავშირებული ავარიების რაოდენობა 11%-ით შემცირდა, ხოლო ველოსიპედისტებთან და ფეხით მოსიარულეებთან შეჯახებები - 15%-ით. მძღოლების უმეტესობა იცავს ახალ ლიმიტს, ხოლო ასეთ ქუჩებში ხმაურის დონე შემცირდა.