საბა გოგლიჩიძით „უდინეზეს“ შემდეგ „სასუოლოც“ დაინტერესდა და მზადაა, ქართველი მცველის სანაცვლოდ „ემპოლის“ თავისი თავდამსხმელი დაუთმოს – ინფორმაციას Lanazione ავრცელებს.

საბა გოგლიჩიძე სხვადასხვა კლუბის სამიზნეა

„კვანძი ჯერ კიდევ გასახსნელია – 2004 წელს დაბადებული ქართველი ცენტრალური მცველი საბა გოგლიჩიძე სერია A-ს რამდენიმე გუნდის დიდ ინტერესს იწვევს.

მას „უდინეზე“ აკვირდება, მაგრამ დაინტერესებულთა რიგს „სასუოლოც“ შეუერთდა, რომელსაც შეუძლია, ქართველი მცველის საფასურად რიკარდო სიერვო დათმოს.

მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ, მეტს კი უახლოეს დღეებში გავიგებთ“, – ამტკიცებს იტალიური გამოცემა.

1tv.ge