Emirates-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, შეიხ აჰმედ ბინ საიდ ალ მაკტუმმა განაცხადა, რომ 2026 წელს მგზავრებს ბილეთებისა და სხვადასხვა შესყიდვების კრიპტოვალუტით გადახდა შეეძლებათ, თუმცა მან დეტალები არ დააკონკრეტა.
თავის მხრივ, ავიაკომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ანდან კაზიმმა განმარტა, რომ ინოვაცია შექმნილია „ახალგაზრდა და ტექნოლოგიურად გათვითცნობიერებული“ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ციფრული გადახდის საშუალებებს ანიჭებენ უპირატესობას.