2025 წლის ივნისში თბილისში 3,236 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2024 წლის ივნისის მაჩვენებელს 11%-ით აღემატება. ეს ძირითადად დაბალი საბაზო ეფექტითაა გამოწვეული, - ინფორმაციას TBC Capital ავრცელებს.
"საშუალო გასაყიდი ფასი 1,269 $/კვ.მ-ს გაუტოლდა და წლიურად 8%-ით გაიზარდა.
გასაქირავებელმა ფასმა 10.4 $/კვ.მ შეადგინა, რაც 11%-ით ნაკლებია 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით.
ბაზრის მოცულობამ $264 მილიონი შეადგინა და წლიურად 19%-ით გაიზარდა", - წერია მიმოხილვაში.