ევროპაში მცირე და დამოუკიდებელი სასტუმროების მფლობელები მზარდ საოპერაციო ხარჯებსა და კვალიფიციური პერსონალის დეფიციტზე ჩივიან — აღნიშნულია „ევროპის განთავსების ბარომეტრი 2025“-ის ანგარიშში, რომელიც Booking.com-მა და Statista-მ ერთობლივად შეიმუშავეს.
გამოკითხვაში მონაწილეობდა 1160 სასტუმროს მეპატრონე ევროპის მასშტაბით. ძირითადი მიგნებები ასე გამოიყურება:
63% ოპტიმისტურად უყურებს ტურისტულ პიკურ სეზონს;
47% პრობლემად ასახელებს კადრების კვალიფიკაციის ნაკლებობას, განსაკუთრებით გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით;
56%–ს აწუხებს ხელფასის გაზრდილი მოლოდინები;
61%–ს ტექნოლოგიების დანერგვა ზედმეტად ხარჯიანი მიაჩნია.
რეგიონული განსხვავებები თვალსაჩინოა – სამხრეთ ევროპაში სასტუმროების მფლობელები უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, მაშინ როცა ცენტრალური ევროპის ქვეყნებში სიფრთხილე ჭარბობს.
დასაქმების გეგმებიც განსხვავებულია – დამოუკიდებელი სასტუმროები საშუალოდ 2.7 თანამშრომლის დამატებას აპირებენ, ხოლო ქსელური სასტუმროები — თითქმის 6-ის.
ტექნოლოგიების ინტეგრაცია რჩება გამოწვევად:
გამოკითხულთა 53% აცხადებს, რომ თანამშრომლებს ტექნიკური ცოდნა არ აქვთ, რაც ხელს უშლის ციფრული ინსტრუმენტების ეფექტურად დანერგვას.