წლევანდელი ივლისი მეტეოდაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში მესამე ყველაზე ცხელი ივლისი იყო. ამის შესახებ ევროკავშირის კლიმატური ცვლილების სამსახურის, Copernicus-ის (C3S) ანგარიშში წერია, რომელიც 2025 წლის ივლისში ჰაერისა და ზღვის ზედაპირის საშუალოგლობალურ ტემპერატურას ეხება. მონაცემებს Anadolu ავრცელებს.

კერძოდ, ანგარიშის თანახმად, ზედაპირის გლობალური საშუალო ტემპერატურა 16.68°C იყო, რაც 1991–2020 წლების ივლისის საშუალო მაჩვენებელზე 0.45°C-ით, ხოლო პრეინდუსტრიულ (1850-1900 წწ) დონეზე 1.25°C-ით მეტია.

იმის მიუხედავად, რომ წლევანდელი ივლისი 2023 წლის ანალოგიურ თვეზე 0.27 °C-ით, ხოლო 2024 წლის ივლისზე 0.23 °C-ით ოდნავ გრილი იყო, ექსტრემალური ტემპერატურისგან მხოლოდ „უმნიშვნელო შემსუბუქება“ შეინიშნებოდა.

ამასთან, ბოლო 12 თვის განმავლობაში, კერძოდ, 2024 წლის აგვისტოდან წლევანდელ აგვისტომდე გლობალურმა საშუალო ტემპერატურამ 1991–2020 წლების ნორმას 0.65 გრადუსით, ხოლო ინდუსტრიამდელ დონეს 1.53 გრადუსით გადააჭარბა.

ივლისში ევროპაში ხმელეთზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა 21.1°C იყო, რაც კლიმატურ ნორმაზე 1.3 გრადუსით მეტია. ამან წლევანდელი ივლისი ევროპაში მეოთხე ყველაზე თბილ ივლისად აქცია.

ტემპერატურამ ნორმას ყველაზე გამოხატულად სკანდინავიაში, განსაკუთრებით, შვედეთსა და ფინეთში გადააჭარბა, სადაც მუდმივი სიცხე დაფიქსირდა. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა სიცხის ტალღებისა და ტყის ხანძრების წინაშე აღმოჩნდა. თურქეთში, შირნაკის პროვინციის სილოპის რეგიონში 25 ივლისს ქვეყნისთვის ახალი ტემპერატურული რეკორდი, 50.5°C დაფიქსირდა. ევროპის გარეთ ანომალიურად მაღალი ტემპერატურა ჰიმალაის მთებში, ჩინეთსა და იაპონიაში დაფიქსირდა.

ამასთან, Copernicus-ის ანგარიშის თანახმად, ივლისში ზღვის ზედაპირის ტემპერატურამ 20.77°C-ს მიაღწია, რაც დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში მესამე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მიუხედავად იმისა, რომ ივ­ლი­სი სა­შუ­ა­ლო­ზე მხო­ლოდ 1.25°C-ით თბი­ლი იყო, კო­პერ­ნი­კის ცენ­ტრის მკვლევ­რე­ბი ნა­ად­რე­ვი ზე­ი­მის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბას გვირ­ჩე­ვენ.

„ჰა­ე­რის მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის რე­კორ­დე­ბის სე­რია ამ მო­მენ­ტში კი დას­რულ­და, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს, რომ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა შე­ჩერ­და. ჩვენ კვლავ ვხე­დავთ უკი­დუ­რეს სი­ცხეს და წყალ­დი­დო­ბებს დე­და­მი­წის სხვა­დას­ხვა ნა­წილ­ში. თუ ატ­მოს­ფე­რო­ში სით­ბუ­რი აი­რე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ას რაც შე­იძ­ლე­ბა მალე არ და­ვას­ტა­ბი­ლუ­რებთ, ტემ­პე­რა­ტუ­რა ახალ რე­კორ­დებს მი­აღ­წევს და ამის­თვის მზად უნდა ვი­ყოთ“, - გა­ნა­ცხა­და მკვლე­ვარ­მა კარ­ლო ბუ­ონ­ტემ­პომ.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი