16 მაისს თბილისში, „დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლეგენდები (GEO11) „ბარსელონას“ ლეგენდებს უმასპინძლებენ. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
ცნობილია გუნდების საბოლოო განაცხადები.
GEO11-ის შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლომაია, როინ კვასხვაძე;
მცველები: კახა ცხადაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ზურა ხიზანიშვილი, დავით კვირკველია, გიორგი ღუდუშაური, გიორგი ნავალოვსკი;
ნახევარმცველები: სანდრო კობახიძე, გიორგი ნემსაძე, ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული, ლევან ყენია, გოგიტა გოგუა,
თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი, შოთა არველაძე, დავით სირაძე, გიორგი დემეტრაძე.
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
„ბარსელონას“ ლეგენდების შემადგენლობა:
მეკარეები: ხესუს ანგოი, ხორდი მასიპი;
მცველები: ოლეგერ პრესასი, სერხი ბარხუანი, ხუან პაბლო სორინი, კრისტანვალი, ფრედერიკ დეო, მაქსველი, ფერნანდო ნავარო;
ნახევარმცველები: ფილიპ კოკუ, ჟერარ ლოპესი, იარი ლიტმანენი, ედგარ დავიდსი, ხოსე ედმილსონი, გაისკა მენდიეტა;
თავდამსხმელბი: ლუდოვიკ ჟიული, ხავიერ სავიოლა, რონალდინიო.
მწვრთნელი: ალბერტ ფერერი.