გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 35-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს – რჩეული თერთმეტი მოთამაშე Whoscored-მა შეარჩია.
საქართველოს ნაკრების და „ვალენსიის“ მეკარემ ესპანეთის ჩემპიონატში „ხეტაფესთან“ მოგებული (3:0) შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა – მან გუნდი სამჯერ აშკარა გოლისგან იხსნა და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
ლა ლიგაში გამართული 35 ტურის შემდეგ „ვალენსიამ“ 45 ქულა დააგროვა, მე-10 ადგილზეა და დარჩენილ ტურებში ევროტურნირების საგზურის მოპოვებას შეეცდება.
ავტორიტეტულმა საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა „ხეტაფესთან“ მამამრდაშვილის თამაში 8.0 ქულით შეაფასა, რაც ტურში ლა ლიგის მეკარეებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა.