საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ გრენლანდია არც იყიდება და ვერც ვერავინ მიიტაცებს მას. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა გრენლანდიაში ვიზიტისას განაცხადა.

მაკრონის თქმით, ის საფრთხე, რომელიც გრენლანდიას „მტაცებლური ამბიციის“ გამო ემუქრებოდა, ყველა ევროპელისთვის გაფრთხილება უნდა იყოს.

„მინდა, პირდაპირ გითხრათ, რომ თქვენ მარტო არ ხართ. როცა თქვენთვის სტრატეგიული მესიჯი იგზავნება, მინდა, იცოდეთ, რომ ეს აშკარად აღიქმება ევროპელების მიერ, როგორც ევროპული მიწის წინააღმდეგ მიმართული. ეს დროშა, რომელიც აქ გაქვთ, არის ჩვენი საერთო დროშა და ჩვენ ვიცით ჩვენი საერთო ღირებულებები, ვიცით ჩვენი არჩევანი. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფრანგი ხალხისთვის და ყველა ევროპელისთვის, ძალიან ნათლად გამოვხატოთ სოლიდარობის ეს მესიჯი და ის ფაქტი, რომ ჩვენ თქვენთან ერთად ვდგავართ“, – თქვა მაკრონმა.

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა კი მადლობა გადაუხადა მაკრონს რთულ დროში მტკიცე მხარდაჭერისთვის.

პირველი არხი