ირანი მეზობელ სახელმწიფოებს, მათ შორის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, ბენდერ აბასის პორტში დამოუკიდებელი საპორტო ოფისების გახსნას სთავაზობს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, სეიედ აბდოლრასულ მოჰაჯერ ჰეჯაზიმ თეირანი-აპრინის მშრალი პორტის ტერმინალის ბოლო ფაზის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, რომ ირანის რესპუბლიკა მზადაა, ბანდარ-აბასში ობიექტები შესთავაზოს მეზობელ ქვეყნებს დამოუკიდებელი საპორტო ორგანიზაციების შექმნაში დასახმარებლად.

ირანელმა დიპლომატმა განმარტა, რომ რამდენიმე ჩრდილოელ მეზობელს, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებს, რუსეთს, ბელარუსს, ასევე კავკასიის ქვეყნებს – აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს, რომლებსაც არ აქვთ ღია ზღვაზე წვდომა, ახლა ბანდარ-აბასში ირანის სატრანსპორტო ქსელების მეშვეობით შესვლა შეუძლიათ.

ჰეჯაზიმ დასძინა, რომ ირანის გზებისა და ურბანული განვითარების სამინისტრო, მინისტრ ფარზანე სადეგის ხელმძღვანელობით, სრულად მზადაა, ბანდარ აბასში ამ ქვეყნებს საჭირო მხარდაჭერა შესთავაზოს. ირანელი დიპლომატის განცხადებით, ჩაბაჰარ-ზაჰედანის რკინიგზა დასრულდება და ექსპლუატაციაში შევა წლის ბოლომდე, რაც ირანის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.

წყარო: 1tv.ge