კაკაოს ფიუჩერსებმა ნიუ-იორკში მიაღწია ახალ ისტორიულ რეკორდს, რადგან მიწოდების გლობალური დეფიციტისა და მაღალი ფასების მიუხედავად შოკოლადის ქარხნებში გადამუშავების იგივე ტემპი ნარჩუნდება. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.

ყველაზე აქტიური კონტრაქტი გაიზარდა 5%-ით და პარასკევს გამართულ ვაჭრობაში მიაღწია ყველა დროის მაქსიმუმს 11,578 აშშ დოლარს მეტრულ ტონაზე.

ბაზრის დახურვის შემდეგ გამოქვეყნებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ დაფქული კაკაო - რომელიც მუშავდება საკონდიტრო ნაწარმში გამოსაყენებელ ცხიმად  და ფხვნილად- ჩრდილოეთ ამერიკაში პირველი კვარტალში თითქმის 4% -ით გაიზარდა  .

ევროპაში გადამუშავება მხოლოდ 2%-ით დაეცა, აზიაში კი - კიდევ უფრო ნაკლებით. ეს იმ ფონზე, როდესაც კაკაოს ფიუჩერსების ფასები 2024 წლის დასაწყისიდან გაორმაგდა.

ფიუჩერსი - საქონლის ან საფონდო ბირჟაზე გარიგების სახე, რომელიც გულისხმობს საქონლის ან ფასიანი ქაღალდების წინასწარ შესყიდვას კონტრაქტში მითითებული ფასით გარიგების დადებიდან განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ.