ფრანგულ რივიერაზე მდებარე კურორტი კანი შემოიღებს, როგორც ქალაქის საბჭო აცხადებს საკრუიზო გემებთან დაკავშირებით „მკაცრ წესებს“ – მომავალი წლიდან ნავსადგურში აიკრძალება ნებისმიერი გემის შეშვება, რომელზედაც 1000-ზე მეტი მგზავრია. 

მსოფლიოს წამყვანი კინოფესტივალის სამშობლო უერთდება მზარდ გლობალურ პროტესტს ჭარბი ტურიზმის წინააღმდეგ, რამაც ბოლო დროს მღელვარება გამოიწვია ჯეფ ბეზოსის და ლორენ სანჩესის ქორწილთან დაკავშირებით ვენეციაში, ესპანეთში წყლის ჭავლის გამო გამართულ საპროტესტო აქციების გამო და ლუვრის მუზეუმში მოულოდნელ გაფიცვასთან დაკავშირებით.

პორტში მხოლოდ 1000-ზე ნაკლები მგზავრის მქონე გემები დაიშვებიან და დღეში 6000-ზე მეტი მგზავრის გადმოსვლა იქნება დაშვებული. უფრო დიდ გემებს კანში შესასვლელად მგზავრების პატარა ნავებში გადაყვანა მოუწევთ.

ვრცლად euronews–ზე