ამერიკულმა Microsoft Corp.-მა განაცხადა, რომ კვარტალური დივიდენდები 10%-ით გაზარდა. Microsoft-ის დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა კვარტალური დივიდენდის გაზრდა აქციაზე 83 ცენტიდან 91 ცენტამდე.

ახალი დივიდენდები 11 დეკემბერს გაიცემა, ხოლო აქციონერთა რეესტრი 20 ნოემბერს დაიხურება.

გარდა ამისა, კომპანიამ გამოაცხადა აქციონერთა ყოველწლიური კრების თარიღი - ის 5 დეკემბერს გაიმართება.

წყარო: interfax