ამერიკული საინვესტიციო ბანკი Citigroup პროგნოზირებს, რომ 2025 წლის ბოლოსთვის მსოფლიოში სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის, Ethereum-ის (ETH) ფასი 4,300 დოლარს მიაღწევს. ამის შესახებ Reuters იტყობინება.
Citigroup-მა განმარტა, რომ ეთერიუმის ღირებულებაზე გავლენას ახდენს ინვესტორების ინტერესი და კრიპტოვალუტის მზარდი გამოყენება სტაბილკოინებსა და აქტივების ტოკენიზაციაში.
ამავდროულად, პროგნოზირებული ფასი კვლავ დაბალია ETH-ის ყველა დროის მაქსიმუმზე, $4,955-ზე, რომელსაც კრიპტოვალუტამ გასულ თვეში მიაღწია.