უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეცოპერაცია "აბლაბუდას" შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ოპერაციის შედეგად მეტოქემ $7 მილიარდის ზარალი მიიღო.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ "აბლაბუდას" შედეგად რუსეთის სტრატეგიული თვითმფინავების 34% დაზიანდა.

გთავაზობთ სრულ განცხადებას:

"7 მილიარდი აშშ დოლარი - ესაა მტრის სტრატეგიული ავიაციის ღირებულება, რომელიც დღეს უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია "აბლაბუდას" შედეგად დაზიანდა.

რუსეთის ძირითადი ავიაბაზების ტერიტორიაზე სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტების მატარებელი თვითმფრინავების 34% დაზიანებულია.

სპეცოპერაციის დეტალებს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ამ დროისთვის კი რუსებს მხოლოდ ერთს ვეტყვით:

"თქვენ გეგონათ, რომ უკრაინა მარტივი იქნებოდა? უკრაინა - შესანიშნავია. უკრაინა - უნიკალურია. მის თავზე ისტორიის ყველა ბულდოზერმა გადაიარა. მან ყველა სახის გამოცდას გაუძლო. ის უძლიერეს ცეცხლშია გამოწრთობილი. თანამედროვე სამყაროში მისი ფასი განუზომელია" - ლინა კოსტენკო

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მტერი ჩვენი მიწიდან გავაძევოთ!

იერიშები მიგვაქვს ზღვაზე, ჰაერსა და ხმელეთზე. თუ საჭირო გახდა, მიწის ქვეშიდანაც მივწვდებით.

დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!"

1 ივნისს, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.

უკრაინული მედიის მტკიცებით, განადგურებული ან დაზიანებულია 2 მილიარდი დოლარის ღირებულების 41 რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი.

დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით მედიაში მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის სახელია "აბლაბუდა".

წყარო: tabula.ge