OPEC+-ის წევრი სახელმწიფოები ივლისში ნავთობის წარმოების კიდევ ერთხელ გაზრდას განიხილავენ, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
წევრები ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ივნისის დასაწყისში დაგეგმილ შეხვედრაზე მიიღებენ და იდეის მხარდაჭერის შემთხვევაში, ზედიზედ მესამედ მოხდება ნავთობის წარმოების ზრდა.
ანონიმური დელეგატების თქმით, OPEC+-ის ჯგუფი ერთ-ერთ ვარიანტად ივლისისთვის ნავთობის წარმოების დღიურად 411 000 ბარელით ზრდასაც განიხილავს, რაც თავდაპირველად დაგეგმილი რაოდენობის სამმაგს ოდენობას წარმოადგენს.
ჯგუფის მიერ მაისისა და ივნისში ნავთობის წარმოების დღიურად 411 000 ბარელით ზრდის დაანონსებას, რაც OPEC+-ის ამჟამინდელი წარმოების დაახლოებით 1%-ს შეადგენს, მსოფლიოში ნედლ ნავთობზე ფასების ვარდნა მოჰყვა.