ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენი“ კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ფინალში „ინტერის“ განადგურების შემდეგ ბუკმეიკერებმა პარიზული კლუბი მესამე ადგილზე დააყენეს.

1 დეკემბერს „პარი სენ-ჟერმენის“ ჩემპიონობაზე კოეფიციენტი 14.0-ს უდრიდა, ახლა კი 6.5-ს შეადგენს.

კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ბუკმეიკერების ვერსიით:

  • რეალი – 5.00
  • მანჩესტერ სიტი – 5.50
  • პარი სენ-ჟერმენი – 6.50
  • ბაიერნი – 7.00

5-6. ინტერი – 11.00

5-6. ჩელსი – 11.00

პირველი არხი