რომის ფიუმიჩინოს აეროპორტში იტალიაში ყველაზე დიდი ენერგიის საცავი გაიხსნა, რომელიც ელექტრომობილების გამოყენებული აკუმულატორებისგან შეიქმნა – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
საცავი აშენდა რამდენიმე ავტომწარმოებლის ელექტრომობილების 762 გამოყენებული აკუმულატორის გამოყენებით.
სისტემა წლის დასაწყისში გახსნილი მზის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას დააგროვებს.