ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, რუსეთის მოქალაქეებისთვის გაცემული შენგენის ვიზების რაოდენობა 2019 წელს 4 მილიონიდან 2024 წელს 541 ათასამდე შემცირდა, განაცხადა ევროკომისიის პრესმდივანმა მარკუს ლამერტმა.
მან გაიხსენა, რომ 2022 წელს ევროკავშირმა შეაჩერა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმება. მაშინ ევროკომისიამ შეიმუშავა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის სახელმძღვანელო პრინციპების სერია, რომლებიც, მისი თქმით, მიზნად ისახავდა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემისას პრიორიტეტის არ მინიჭებას.
ლამერტმა ასევე განაცხადა, რომ 2025 წლის ბოლოსთვის ვიზების გაცემის ახალი სტრატეგია გამოჩნდება რომელიც ამჟამად მუშავდება.