რუსეთის პრეზიდენტის დამხმარემ, იური უშაკოვმა Интерфакс-თან საუბარში თქვა, რომ აშშ-სთან ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდების საკითხს განიხილავენ. თუმცა უშაკოვს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახით განიხილება ეს საკითხი.
"ჩვენ ამერიკელებთან ეს თემა წამოვჭერით, კიდევ ვისთან უნდა ვქნათ, სიმართლე რომ გითხრათ, არ მესმის" - უპასუხა უშაკოვმა Интерфакс-ის შეკითხვას, განიხილავენ თუ არა აშშ და რუსეთი ევროპის რუსული გაზმომარაგების აღდგენის საკითხს.
აქამდე, 8 მაისს მედიასააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ და რუსეთის ამ საკითხს განიხილავდნენ. წყაროები ამბობდნენ, რომ "ევროკავშირის გაზის ბაზარზე მოსკოვის როლის აღდგენამ" შესაძლოა ხელი შეუწყოს ვლადიმირ პუტინთან სამშვიდობო შეთანხმების დადებას.
Reuters-ის წყაროების მტკიცებით, ვაშინგტონი ევროპულ ბაზარზე რუსული გაზის დაბრუნებაში საკუთარ შუამავლურ როლს განიხილავს როგორც ერთ-ერთ ნაბიჯს კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო შეთანხმების დასადებად. მედია წერდა, რომ ვარიანტებს შორის განიხილავდნენ ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენის ან გაზპრომის წილის ამერიკელი ინვესტორების მიერ შესყიდვას.
აქამდე, 6 მაისს ევროპულმა კომისიამ წარდგენი "საგზაო რუკის" პროექტი, რომელიც ევროკავშირში რუსული ენერგორესურსების იმპორტირების შეწყვეტას ითვალისწინებდა. ამ გეგმის მიხედვით, ევროკავშირი აპირებს, რომ 2027 წლისთვის რუსული გაზის იმპორტი სრულად შეწყვიტოს, გააძლიეროს ზომები რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" წინააღმდეგ და შეზღუდოს ახალი კონტრაქტები რუსეთიდან ურანისა და სხვა სახის ბირთვული ნივთიერებების შეტანასთან დაკავშირებით.
წყარო: tabula.ge