კიდევ ერთმა საკურორტო ქალაქმა შემოიღო ტურისტებისთვის დრესკოდი. ეს არის ფრანგული ლე საბლ დ’ოლონი, რომელიც ბისკაის ყურის სანაპიროზე მდებარეობს – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ადგილობრივები, ისევე როგორც სხვა კურორტებზე, აღაშფოთა ვიზიტორებმა, რომლებიც პლაჟიდან გასვლისას ტანსაცმელს არ იცვამენ.
ახლა, დამრღვევებს საცურაო კოსტიუმის შეუფერებელ ადგილას ჩაცმისთვის 38 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
სხვა ევროპულ კურორტებზე (და არა მხოლოდ) საცურაო კოსტიუმებზე ჯარიმა 1500 ევროს აღწევს.