საინვესტიციო ფირმა Apollo Global Management Inc. განიხილავს AOL-ის, აშშ-ში ერთ-ერთი პირველი ინტერნეტ პორტალის, გაყიდვას, – იუწყება The Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
წყაროების თანახმად, AOL-ის ღირებულება შესაძლოა 1.5 მილიარდ დოლარად შეფასდეს.
Apollo-მ AOL Verizon Communications-ისგან 2021 წელს 5 მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგებით შეიძინა, რომელიც ასევე მოიცავდა სხვა მედია აქტივებს, მათ შორის TechCrunch-ს, Yahoo Finance-ს, Yahoo Mail-ს და Engadget-ს.