გერმანიის დასავლეთ ნაწილში, რაინლანდ-პფალცის მხარეში მდებარე გიუნდჰაიმის თემში, უცნობმა პირებმა 8000 კვადრატული მეტრის ფართობიდან „რისლინგის“ და „სოვინიონ ბლანის“ ჯიშის ყურძენი მოიპარეს, იუწყება The Drinks Business.
გამოცემის ცნობით, მძარცველებისგან დაზარალებული ორი მეღვინისთვის მიყენებული ზარალი რამდენიმე ათას ევროდ არის შეფასებული.
როგორც გამოცემა წერს, ყურძნის პირდაპირ ვაზებიდან მოპარვის ეს შემთხვევა გერმანიაში პირველი არ არის.