სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთს სჭირდება ახალი კონსტიტუცია, რომელიც საყოველთაო ხმის მიცემის შედეგად იქნება შეთანხმებული.

ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გნაცხადა, რომელსაც ასევე ესწრებოდა ქვეყნის პრეზიდენტი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

სომხეთის პრემიერმა თქვა, რომ სომეხი ხალხი ქვეყნის სამართლებრივ სისტემას, რომელიც ბოლო 35 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა, დღემდე აღიქვამს, როგორც სხვა ხალხის მიერ განსაზღვრულს, მათი მონაწილეობის გარეშე.

„სომხეთს სჭირდება ახალი კონსტიტუცია, რომელსაც დაამტკიცებს ხმის მიცემით ხალხი, რათა ჩათვალოს, რომ მისია ეს კონსტიტუცია, მშობლიური, კონსტიტუცია ჩათვალოს საკუთარ სამშობლო-სახელმწიფოში ცხოვრების წესად, რომელიც თავად შექმნა“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

1tv.ge