თურქეთის სტამბოლის აეროპორტი „წლის აეროპორტად“ დასახელდა და საჰაერო ტრანსპორტის ჯილდო ზედიზედ მეოთხედ მიიღო. ამის შესახებ აეროპორტის ოპერატორმა IGA-მ განაცხადა. 

სტამბოლის აეროპორტი „წლის აეროპორტად“ 2021, 2022 და 2023 წლებშიც დასახელდა Air Transport News-ის მიერ, რომელიც აეროპორტებს 14 ნომინაციაში აჯილდოებს. დაჯილდოება საბერძნეთში შედგა.

სტამბოლის აეროპორტის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სელაჰათინ ბილგენმა დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა, რომ IGA ამ ჯილდოთი ამაყობს. 

მსოფლიოს ყველა საერთაშორისო აეროპორტს შორის გამორჩევა და ამ ტიტულის მოპოვება კიდევ ერთხელ ადასტურებს აეროპორტის გუნდის ყველა თანამშრომლის მონდომებას, აეროპორტის წარმატებული მუშაობისთვის. 

როგორც Air Transport News-ის გენერალურმა და აღმასრულებელმა დირექტორმა კოსტას იასტროუმ აღნიშნა,  სტამბოლის აეროპორტმა დაამტკიცა, რომ მისი მუშაობა არის მდგრადი და ინოვაციური, მიუხედავად ყველა იმ გამოწვევისა, რომელსაც საავიაციო ინდუსტრია პანდემიის შემდეგ აწყდება.