აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქალებისა და მამაკაცებისთვის განკუთვნილი სუნამოების ახალი ხაზი წარადგინა. ამის შესახებ გამოცემა The Independent წერს.
„აშშ-ის 45-ე და 47-ე პრეზიდენტი, რომელიც არ კმაყოფილდება სპორტული ფეხსაცმლით, ბიბლიით, გიტარითა და კრიპტოვალუტით, ახლა სუნამოს გაყიდვას იწყებს“, - წერს გამოცემა.
Victory 45–47 იქნება როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ხაზი და თითოეულის ფასი 249 დოლარია.