ტყეში მხოლოდ 20 წუთი საკმარისია სტრესის დონის მნიშვნელოვნად შესამცირებლად და ემოციური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად – „ევროპულსი“ წერს, რომ ეს დაამტკიცეს ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევრებმა.
ექსპერტებმა 66 მოხალისეზე ექსპერიმენტი ჩაატარეს. მონაწილეები ორ ჯგუფად დაიყვნენ: ერთი ტყეში სეირნობდა, მეორე კი - ურბანულ გარემოში, სადაც სიმწვანე არ იყო. სეირნობის დაწყებამდე და შემდეგ, სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის დონის გასაზომად ნერწყვის ნიმუშები აიღეს. მოხალისეებმა ასევე შეავსეს კითხვარები, რომლებიც მათ განწყობას აფასებდა.
„ტყის“ ჯგუფის სტრესის დონე განახევრდა და კარგი განწყობა შენარჩუნდა. ამავდროულად, ქალაქში სეირნობისას კორტიზოლის დონე არ შეცვლილა, ხოლო დადებითი ემოციები დაახლოებით 25%-ით შესუსტდა.