არიზონის შტატში, გრანდ კანიონის ეროვნული პარკის ზოგიერთ ნაწილში ტყის ხანძრების გამო ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.
ერთ-ერთი ხანძარი 4 ივლისს მეხმა გააჩინა. შედეგად, უკვე 10 973 ჰექტარი მიწა დაიწვა და ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
როგორც მეხანძრეები აცხადებენ, მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ხანძრის ჩაქრობას ართულებს.
ამასთან, კოლორადოში გაჩენილი ტყის ხანძრის შედეგად განისონის ეროვნული პარკის შავი კანიონიდან ყველა ვიზიტორისა და თანამშრომლის ევაკუაცია განხორციელდა.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ბოლო კვირების განმავლობაში აშშ-ის დასავლეთ ნაწილში ცხელმა და მშრალმა ამინდმა ხანძრების რისკი გაზარდა.